ტეილორ სვიფტი

სვიფტმა შესაძლოა ფრენის გადაადგილებაზე ინფორმაციას გასაჯაროებისთვის სტუდენტს უჩივლოს

GETTY IMAGES

ტეილორ სვიფტმა შესაძლოა სტუდენტს უჩივლოს, რომელიც მისი კერძო თვითმფრინავის გადაადგილებაზე ინფორმაციას სოციალური ქსელებით ასაჯაროებს. სტუდენტი ჯეკ სვინი ცნობილი ადამიანების კერძო თვითმფრინავების გადაადგილების მარშრუტებს სოციალურ ქსელებით აზიარებს. ინფორმაცია კერძო თვითმფრინავების მარშრუტების შესახებ საჯაროა. 

ტეილორ სვიფტის ადვოკატების თქმით, ჯეკ სვინის მიერ ფრენების მარშრუტების გასაჯაროება რეალურად თვალთვალის ფორმაა. 

სვიფტის ადვოკატებმა 21 წლის ჯეკ სვინის გაფრთხილების წერილი გაუგზავნეს, სადაც არის თხოვნა, რომ შეწყვიტოს მომღერლის თვითმფრინავის გადადგილების მარშრუტების გასაჯაროება. მათი თქმით, ეს ინფორმაცია მომღერლის უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს და ამას სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს უწოდებენ.

ჯეკ სვინის თქმით, მისი მიზანი ტეილორ სვიფტისთვის ზიანის მიყენება არაა და ინფორმაციის გამჭვირვალობის და საჯაროობის ღირებულებების სწამს. 

2022 წელს ჯეკ სვინის ანგარიში Twitter-ზე დაბლოკეს, რადგან ილონ მასკი ამტკიცებდა, რომ ის მისი "მკვლელობის კოორდინატებს" ასაჯაროებდა. 

კომენტარები