მეფე ჩარლზ III

მეფე ჩარლზ III-ს სიმსივნე დაუდგინეს

გაერთიანებული სამეფოს მეფეს, ჩარლზ III-ს სიმსივნე დაუდგინეს. ინფორმაციას ბრიტანული მედიები ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებენ

ამ ეტაპზე უცნობია რა ტიპის და რომელი სტადიის სიმსივნე დაუდგინეს მონარქს.

"მისმა უდიდებულესობამ დღეს მკურნალობის კურსი დაიწყო, რომლის გამო ექიმებმა მას ურჩიეს დროებით გადადოს თავისი მოვალეობების შესრულება. ამ პერიოდის განმავლობაში მისი უდიდებულესობა განაგრძობს სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებას". – წერია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

ახლო წარსულში ჩარლზს პროსტატაზე ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ბუკინგემის სასახლის განცხადებაში წერია, მეფეს კვლევების ჩატარებისას, სიმსივნე აღმოუჩინეს, რომელიც კავშირში არ არის თავდაპირველ დიაგნოზთან და ოპერაციასთან.

კომენტარები