ფედონ პაპამაიკლი

ოსკარის ნომინანტი ოპერატორი და რეჟისორი ფედონ პაპამაიკლი "ამირანში" სტუდენტებს შეხვდება

ფედონ პაპამაიკლი
videoandfilmmaker

ორგზის ოსკარის ნომინანტი, ბერძენი ოპერატორი და რეჟისორი ფედონ პაპამაიკლი თბილისში იმყოფება. 

6 თებერვალს, 20:00 საათზე პაპამაიკლი კინოთეატრ ამირანში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს.

1 თებერვლიდან საქართველოს კინოთეატრებში გადის რეჟისორის ახალი ფილმი სინათლის დაცემა, რომელიც საქართველოს, ალბანეთის, საბერძნეთისა და გერმანიის ერთობლივი ნაწარმია. სურათში მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ნინი ნებიერიძე და ელენე მახარაშვილი ასრულებენ. დამატებითი ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.

სინათლის დაცემის მსოფლიო პრემიერა 2023 წლის ნოემბერში, Tallinn Black Nights Film ფესტივალზე შედგა, ხოლო ქართული პრემიერა გასული წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

ფედონ პაპამაიკლი ბერძენი ოპერატორი და რეჟისორია, რომელიც ამჟამად ამერიკაში მუშაობს. 2013 წელს მან მიიღო პირველი ოსკარის ნომინაცია ფილმისთვის ნებრასკა, ოპერატორი ოსკარის ნომინანტი მეორედ, 2020 წელს, ფილმისთვის The Trial of the Chicago 7 გახდა. ნამუშევარი აქვს ისეთ ცნობილ პროექტებზე, როგორებიც არის Sideways, The Pursuit of Happyness, 3:10 to Yuma, W., This Is 40, Ford v. Ferrari, Indiana Jones and the Dial of Destiny. როგორც რეჟისორს, გადაღებული აქვს ფილმები From Within, Arcadia Lost, Lost Angeles.

კომენტარები