White Lotus

HBO-მ რუსეთის მხარდამჭერი სერბი მსახიობი WHITE LOTUS-ის ახალი სეზონიდან დაითხოვა

მილოშ ბიკოვიჩი, White Lotus-ის პოსტერი
Befunky

ამერიკულმა კომპანია HBO-მ კონტრაქტი გაწყვიტა სერბ მსახიობ მილოშ ბიკოვიჩთან, რომელსაც White Lotus-ის ახალ სეზონში უნდა ეთამაშა

მსახიობი როლზე რამდენიმე კვირით ადრე დაამტკიცეს. ბიკოვიჩის მონაწილეობის წინააღმდეგ გამოვიდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების თქმით სერბი მსახიობი რუსული აგრესიის მხარდამჭერია.

"რამდენად ნორმალურია თქვენთვის იმუშაოთ იმ ადამიანთან, რომელიც გენოციდს უჭერს მხარს და არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას"? – წერია უკრაინის საგარეოს ოფიციალურ პოსტში.

2021 წლიდან ბიკოვიჩი რუსეთის მოქალაქეა, მსახიობს დღესაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 2018 წელს მას ვლადიმირ პუტინმა პუშკინის სახელობის მედალი გადასცა. გარდა ამისა, მსახიობი ეწვია ოკუპირებულ ყირიმს.

ბიკოვიჩს ნათამაშები აქვს არაერთ რუსულ ფილმში, მათ შორის პუტინის ცნობილ მხარდამჭერ ნიკიტა მიხალკოვთან.

ზუსტად რა როლი უნდა ეთამაშა White Lotus-ის ახალ სეზონში ბიკოვიჩს უცნობია, როგორც გამოცემა Deadline წერს მსახიობი რუსი ბიზნესმენის როლზე იყო დამტკიცებული.

კომენტარები