ათენი

საბერძნეთში, სამინისტროს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა

REUTERS/COSTAS BALTAS

საბერძნეთის პოლიციის ცნობით, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანდა სამინისტროს შენობა. 

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ერთ-ერთმა ბერძნულმა გაზეთმა სამინისტროს ტერიტორიაზე ბომბის განთავსების შესახებ სატელეფონო ზარი მიიღო, რის შემდეგაც გაზეთმა ინფორმაცია პოლიციას აცნობა. პოლიციელებმა კი მოწყობილობის აფეთქებამდე სამინისტროს ტერიტორიას ალყა შემოარტყეს. 

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები