რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU შეთანხმდა უკრაინისთვის €50-მილიარდიან დახმარების გამოყოფაზე, რასაც უნგრეთი ბლოკავდა

ვიქტორ ორბანი ესაუბრება რობერტ ფიცოს, 2024 წლის 1-ელი თებერვალი.
Geert Vanden Wijngaert/AP

ევროკავშირის ლიდერები საბოლოო შეთანხმდნენ, რომ უკრაინის დასახმარებლად €50 მილიარდს გამოყოფენ. ამ გადაწყვეტილებას დიდი ხნის მანძილზე უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ბლოკავდა. 

ბრიუსელში გამართულ სასწრაფო შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერი საბოლოოდ დათანხმდა შეთანხმების ხელმოწერას. ჯერჯერობით უცნობია, წავიდა თუ არა ბრიუსელი ორბანთან რაიმე დათმობაზე. ამ დახმარებაზე შეთანხმება ევროკავშირის დანარჩენმა 26-მა ლიდერმა დეკემბერში მიიღო. კიევზე ეს ფინანსები 2027 წლამდე განაწილდება.

ეს დახმარება უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა აშშ-ს მისთვის ახალი კანონპროექტის დამტკიცებამდე დამატებითი თანხების გამოყოფა აღარ შეუძლია. 

შეხვედრის პარალელურად, ბრიუსელში მიმდინარეობდა ფერმერების აქცია. დემონსტრატებს ქუჩები ტრაქტორებით ჰქონდათ გადაკეტილი. ისინი ევროკავშირის ლიდერებს სთხოვდნენ, რომ მეტი ყურადღება მიექციათ ადგილობრივი პრობლემებისთვის, მათ შორის მაღალი გადასახადებისთვის, რაც მათი აზრით ბრიუსელის რეგულაციების შედეგია.

ორბანმა ამ აქციით ისარგებლა და დემონსტრანტებს შეხვდა, თქვა, რომ მათ მიზნებს იზიარებს.

"ჩვენ დავიცავთ ხალხის ხმას! თუნდაც ბრიუსელელმა ბიუროკრატებმა დაგვაშანტაჟონ". – დაწერა ორბანმა X-ზე.

ამ შეთანხმების გარდა, NATO-ს ქვეყნები ელოდებიან ორბანის გადაწყვეტილებას, რომ ალიანსში შვედეთის მიღების რატიფიცირება მოახდინოს. თურქეთის მიერ რატიფიკაციის შემდეგ, უნგრეთი დარჩა ერთადერთი ქვეყანა, რომლის დასტურიც შვედეთის NATO-ში მოსახვედრადაა საჭირო.

კომენტარები