ჰარვარდის უნივერსიტეტი

მგრძნობიარე მტირალა ადამიანებს ზრდიან - უდიდესი დონორი ჰარვარდს დაფინანსებას უწყვეტს

LIONEL NG

ჰარვარდის უდიდესი დამფინანსებლის, კენ გრიფინის თქმით, ჰარვარდის უნივერსიტეტი მომავლის ლიდერების ნაცვლად მგრძნობიარე, მტირალა და ინფანტილურ სტუდენტებს უშვებს. მისი თქმით, იმის გამო, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა ვერ შეძლო ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ კამპუსში სიძულვილის ენისა და ანტისემიტიზმის კონტროლი, ის შეაჩერებს თავისი ალმა მატერის დაფინანსებას

კენ გრიფინმა 2023 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტს 300 მილიონი აშშ დოლარი შესწირა. გრიფინის ცნობით, ჰარვარდის უნივერსიტეტის დაფინანსებას იქამდე არ გააგრძელებს, სანამ სერიოზულ ცვლილებებს არ განახორციელებენ. 

"მე არ ვარ დაინტერესებული ამ ინსტიტუციის დაფინანსებით" - თქვა კენ გრიფინმა 30 იანვარს, მაიამიში გამართულ კონფერენციაზე. 

კენ გრიფინის სიტყვებით, უნივერსიტეტმა უნდა დაიბრუნოს თავისი როლი - როგორც ახალგაზრდა ამერიკელი ლიდერი ქალებისა და კაცების აღმზრდელის. 

დაახლოებით ერთი თვის წინ ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კლოდინ გეი თანამდებობიდან გადადგა უნივერსიტეტში ანტისემიტიზმის და სიძულვილის ენის პრობლემაზე მწვავე კრიტიკის გამო. ამ პრობლემებზე გამოძიება კონგრესის ორმა კომიტეტმა და აშშ-ს განათლების დეპარტამენტმაც დაიწყო.

კომენტარები