რუსეთი

Dossier: პუტინმა ფინეთის საზღვართან ვილა აიშენა მოპარული ჩანჩქერით და 10 000$-იანი ბიდეებით

Dossier Centre

რუსულმა საგამოძიებო ორგანიზაცია Dossier Center-მა ფინეთის საზღვართან ვლადიმირ პუტინის ვილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მათი ინფორმაციით, პუტინის ვილაში მოპარული შადრევანი, 10 000 აშშ დოლარიანი ბიდეები და საჰაერო თავდაცვის სისტემაა განთავსებული. Dossier Center-ის ინფორმაციით, ვილის ტერიტორიაზე მდებარე ჩანჩქერი ადრე ლადოგას ეროვნულ პარკში მიედინებოდა, თუმცა ახლა მამულში ჩადის. 

როგორც ცნობილია, პუტინის ახალი ვილა ფინეთის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს და ტერიტორია მონაკოზე ორჯერ დიდია. კარელიის რეგიონის ტყეში, ლადოგას ტბასთან მდებარე ვილის შესახებ სხვა ინფორმაცია ოფიციალურად გასაჯაროვებული არ არის. 

ინტერნეტში Dossier Center-ის ინფორმაციასთან ერთად, გავრცელდა დრონით გადაღებული კადრები და სხვა გამოჟონილი ინფორმაცია. ფოტოების მიხედვით, ვილას მუდმივად იცავს დაცვის სამსახური და ტერიტორია მავთულხლართებითაა შემოღობილი. ასევე, პუტინის ვილებში დამონტაჟებულია 4 500 აშშ დოლარიანი საშხაპე სისტემის თავები და იატაკი მოპირკეთებულია 100 000 აშშ დოლარის ღირებულების Fior di Bosco-ს იტალიური მარმარილოთი. 

ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, ვლადიმირ პუტინი ამ ვილას წელიწადში ერთხელ სტუმრობს. Dossier Center-ის მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვილის ოფიციალური მფლობელი პუტინის "პირადი ბანკირი", რუსეთის ბანკის თავმჯდომარე იური კოვალჩუკია. 

კომენტარები