ტურიზმის სტატისტიკა

2023 წელს 7.1 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა, აქედან 1.2 მილიონი რუსეთიდან – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 30.9%-ით მეტია.

საქართველოს ყველაზე დიდი რაოდენობით - 1.2 მილიონი ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან ჰყავდა, რაც ჯამური რაოდენობის 23.2%-ია.

საქართველოს ვიზიტორებს შორის მეორე ადგილზე თურქეთია 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით.

2023 წელს ვიზიტების უმრავლესობა - 52.3% შესრულდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა. თბილისში 3, ხოლო აჭარაში 2.7 მილიონი ვიზიტი.

კომენტარები