დმიტრი მედვედევი

მედვედევი კურილის კუნძულებზე: ჩვენ სულ ფეხებზე გვკიდია იაპონელი ხალხის გრძნობები

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სადავო კურილის კუნძულებზე ილაპარაკა.

"ჩვენ სულ ფეხებზე გვკიდია "იაპონელი ხალხის გრძნობები" ე.წ. ჩრდილოეთის ტერიტორიებზე. ეს არ არის "სადავო ტერიტორიები", ეს რუსეთია". – თქვა მედვედევმა.

მედვედევის აზრით იაპონიასთან მშვიდობის დამყარება შესაძლებელია, თუ დასრულდება ტერიტორიული დავა. ასევე, მომავალში კურილების როლი კიდევ უფრო გაიზრდება და "იქ, იქნება არაერთი რუსული იარაღი". იაპონელებს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ჰიროსიმასა და ნაგასაკის მერე "ამერიკელებთან ზასაობის" ნაცვლად "სეპუკუს გაკეთება" ურჩია.

ცოტა ხნით ადრე იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კისიდამ თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დარეგულირება მშვიდობიანი შეთანხმების ხარჯზეა შესაძლებელი. 

სამხრეთ კურილის კუნძულები, რომლებსაც იაპონია ჩრდილოეთის ტერიტორიებს უწოდებს, მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა სამხედროების მიერ ამ მიწების დაკავების შემდეგ, რუსეთსა და იაპონიას შორის სადავოა.

კომენტარები