აშშ

აშშ-ში 43 მანქანის შეჯახების შედეგად 13 პირი დაშავდა

მერილენდში (აშშ) 43 მანქანა ერთმანეთს ხიდზე დაეჯახა
WJLA

აშშ-ს მერილენდის შტატში 43 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა, რამაც ხიდზე გზის ჩაკეტვა გამოიწვია.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ორმა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო, დანარჩენი 11 პირი კი მსუბუქად დაშავდა, თუმცა, მათგან სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი დაზიანებები არავის მიუღია.

გამომძიებლების თქმით, თავდაპირველად ავარიაში 23 მანქანა მოყვა, რომლებსაც შემდეგ 20 ავტომობილი დაეჯახა.

ხიდი, რომელზეც ავარია მოხდა, რამდენიმე საათის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. მერილენდის ტრანსპორტის სამმართველოს ინფორმაციით, ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა სრულად არის აღდგენილი.

კომენტარები