შეზღუდვები გზებზე

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი / Facebook

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

"საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია". - ვკითხულობთ დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები