ბავშვებით ვაჭრობა

BBC-მ ქართველ უკანონოდ გაშვილებულ ტყუპებზე ფილმი გაავრცელა

BBC/Woody Morris

BBC-მ გადაიღო ფილმი ქართველ ტყუპებზე, რომლებიც უკანონოდ გააშვილეს და ერთმანეთი მოგვიანებით სოციალურ ქსელ TikTok-ზე იპოვეს. 

ერთ-ერთი ტყუპი - ემი ფილმში ყვება, რომ პირველად მისი ტყუპისცალი 12 წლის ასაკში შემთხვევით ტელეეკრანზე ერთ-ერთ ტელეშოუში დაინახა, თუმცა ამ დროს მისი ძებნა არ დაუწყია. ხოლო მისი ტყუპისცალის თქმით, წლების შემდეგ მას ემის ვიდეო სოციალურ ქსელში მეგობარმა გაუგზავნა და მას შემდეგ გადაწყვიტა მოეძებნა გოგო, რომელიც მას ძალიან ჰგავდა. 

ფილმი ეხება საქართველოში ათწლეულების მანძილზე ჩვილების უკანონო გაშვილების და გაყიდვის პრაქტიკას. ფილმის კიდევ ერთი გმირია არასამთავრობო ორგანიზაციის, ვეძებ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე. მუსერიძის თქმით, მისი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ერთი ადამიანის დახმარებით და 1950 წლიდან 2004-2005 წლებამდე სამშობიაროებიდან ჩვილების უკანონო გაყიდვა-გაშვილების სქემების შესახებ ეჭვის გაჩენით დაიწყო. თავად თამუნა მუსერიძე ბავშვების უკანონოდ გაყიდვის და გაშვილების სქემის ერთ-ერთი მსხვერპლია. 

კომენტარები