რუსეთი

იგორ გირკინს სასამართლომ ექსტრემიზმისთვის 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

იგორ გირკინი  
AFP/LETA

რუს ულტრანაციონალისტ იგორ გირკინს (სტრელკოვი) მოსკოვის საქალაქო სასამართლომ "ექსტრემიზმისკენ მოწოდების" ბრალდებით თავისუფლების 4 წლით აღკვეთა შეუფარდა.

ამას გარდა, სტრელკოვს სამი წლით შეეზღუდა ვებგვერდების ადმინისტრაცია.

ტელეგრამ-არხი BAZA-ს ცნობით, გირკინი განაჩენს შემდეგი სიტყვებით შეხვდა: "ვემსახურები სამშობლოს".

მბრალდებელი მხარე ითხოვდა, რომ სტრელკოვს 4 წელი და 11 თვე პატიმრობა მისჯოდა. მუხლი, რომლის ფარგლებშიც ის დაადანაშაულეს, მაქსიმუმ 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

გირკინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2023 წლის ივლისში აღძრეს. ოფიციალურ მიზეზად სახელდებოდა ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ორი პოსტი, რომლებშიც გირკინი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რეკრუტირებული სამხედროების ანაზღაურებაზე საუბრობდა.

გირკინი: ყველაზე მეტად მეშინია, რომ დასჯის ნაცვლად, პრიგოჟინივით "შემიწყალებენ"

გამოთქვა, ხოლო 25 დეკემბერს საინიციატივო ჯგუფმა მხარი დაუჭირა გირკინის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად წამოყენებას.

გირკინის საინიციატივო ჯგუფმა შეაგროვა 556 ხელმოწერა. საჭირო იყო, სულ მცირე, 500. თუმცა ხელმოწერები ნოტარიუსს არ დაუმოწმებია, რაც ამ პროცესში მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნაწილი იყო.

2022 წლის ნოემბერში ნიდერლანდების სასამართლომ იგორ გირკინს სამუდამო პატიმრობა, მალაიზიის ავიახაზების სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, დაუსწრებლად მიუსაჯა. რეისი MH17-ის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი - 298 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები