საკონსტიტუციო უმრავლესობაზე რომ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, აქ ხალხის ძალის როლი უმნიშვნელოვანესი იქნება. ჩვენ უნიკალური საზოგადოებრივი მოძრაობა ვართ, რომელიც ჯერ პოლიტიკური მოღვაწეობისთვის კი არ შეიქმნა და ხალხს რაღაც პროდუქტი მერე შესთავაზა - როგორც წესი, პოლიტიკური პარტიები როგორც იქმნება. არამედ, ჩვენ ქართულ ოცნებას გამოვეყავით და საზოგადოებრივი მოძრაობა შევქმენით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. მაშინ ჩვენ ცალკე პოლიტიკური პარტიის შექმნის არანაირი მიზანი არ გვქონდა. ეს ორგანიზაცია ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბეთ. ჩვენს ქვეყანასა და ქართველ ხალხს წარმატებას რომ მივაღწევინეთ, მერე თვითონ საზოგადოებისგან წამოვიდა ეს თხოვნა, პოლიტიკურ პარტიად ხომ არ ჩამოყალიბდებითო.
tbl.ge/6oah
დაკოპირდა

თქვა ბიძინა ივანიშვილის დეპუტატმა, მოძრაობა ხალხის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილის განცხადებით, ხალხის ძალა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბების საკითხს განიხილავს.
ამავე თემაზე
- ხუნდაძე: 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვა უნდა გადაიხედოს
- ხუნდაძე: დღეს ჩვენ ოპოზიციაში ვართ, ეს არაა მოჩვენებითი ოპოზიცია
- ხალხის ძალა ენმ-ზე: პარტია, რომელმაც საქართველოს ომი მოუტანა, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს
- ხალხის ძალა: სანამ აშშ გააგრძელებს ხელისუფლებაზე ზეწოლას, ომის საფრთხე არსად გამქრალა
- აშშ-ს ელჩმა, დანიგანმა გადაკვეთა წითელი ხაზი - ხალხის ძალის განცხადება




