შეზღუდვები გზებზე

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25-26 იანვარს, ღამით ერისთავის ქუჩაძე მოძრაობა იზღუდება

აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა იმოქმედებს 25 და 26 იანვარს, 23:00-დან 07:00 საათამდე, წერეთლის გამზირის კვეთასთან არსებულ საგზაო მონაკვეთში. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. 

თბილისის მერიის მითითებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

კომენტარები