რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში, ტუაფსეში ნავთობის საცავში ცეცხლი გაჩნდა, აქამდე დრონები შენიშნეს

კადრი გავრცელებული ვიდეოდან

25 იანვრის გამთენიისას რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ტუაფსეში ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. 

ხანძრის გამო სოჭის აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერებული იყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.

ხანძრის გაჩენამდე და შემდეგ ადგილობრივებმა შენიშნეს უპილოტო საფრენი აპარატები. 

სოციალურ ქსელებში ვრცელდება როგორც ხანძრის, ისე დრონების გამოჩენის ამსახველი ვიდეოები.

შემთხვევაზე არაფერს ამბობენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. მათ დრონების მოგერიების ბოლო ცნობა 24 იანვრის ღამე გაავრცელეს და ირწმუნებოდნენ, რომ ბრიანსკის ოლქში 4 უკრაინული უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს.

კომენტარები