რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო იერიშს 5 ადამიანი ემსხვერპლა

STATE EMERGENCY SERVICE OF UKRAINE

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, 22-23 იანვრის ღამეს უკრაინულ ქალაქებზე რუსების სარაკეტო იერიშს 5 ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე, 40 კი დაშავდა.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევის ზოგიერთ რაიონში ხანძარი გაჩნდა. დედაქალაქში თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაიჭრა დნეპროპეტროვსკის ოლქის პავლოგრადის დასახლებაში.

ხარკოვში რუსებმა ორ მაღალსართულიან შენობაზე მიიტანეს იერიში. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 30 დაიჭრა.

კომენტარები