რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: 500 000 ადამიანის მობილიზების აუცილებლობას ვერ ვხედავ

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით ამ წუთას ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზაციის აუცილებლობას ვერ ხედავს. უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ Channel 4-თან ინტერვიუში ილაპარაკა.

"პირადად მე, დღეს, ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვუპასუხო ან თავი მოვაწონო. 

ამ ეტაპზე ვერ ვნახე საკმარისი გასაგები დეტალი, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ 500 000 ადამიანის მობილიზაციაა საჭირო. 

გარდა ამისა ეს ფინანსური საკითხიც არის. მობილიზაციისთვის საჭირო თანხები პარტნიორებისგან არ მოდის, ეს ჩვენი შიდა ხარჯია". – ამბობს ზელენსკი ინტერვიუში.

სამხედროები ერთ-ერთ შეხვედრაზე 450 000-დან 500 000-დე ადამიანის მობილიზებას გეგმავდნენ.

კომენტარები