რუსეთი-სლოვაკეთი

სლოვაკეთი რუსეთთან და ბელარუსთან კულტურის სფეროში თანამშრომლობას განაახლებს

სლოვაკეთის კულტურის მინისტრი მარტინა შიმკოვიჩოვა

სლოვაკეთის კულტურის სამინისტრო რუსეთთან და ბელარუსთან თანამშრომლობას განაახლებს. ინიციატივა კულტურის მინისტრ მარტინა შინკოვიჩს ეკუთვნის.

"სამყაროში ათობით სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს და ჩვენი აზრით ამის გამო არ უნდა ზარალდებოდნენ მხატვრები და კულტურა". – თქვა შინკოვიჩმა.

სლოვაკეთმა კულტურის სფეროში თანამშრომლობა რუსეთთან და ბელარუსთან 2022 წლის მარტში მიღებული დოკუმენტის საფუძველზე შეაჩერა.

დოკუმენტის თანახმად კულტურის სამინისტროს ეკრძალებოდა აგრესორი ქვეყნების კულტურის სამინისტროებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა. თანამშრომლობა შესაძლებელი იყო ცალკეულ პირებთან, რომელთაც არ აქვთ კავშირი რუსულ და ბელარუსულ ხელისუფლებასთან და მხარს არ უჭერენ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.

კომენტარები