NATO-რუსეთი

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: მოულოდნელს უნდა ველოდოთ

ადმირალი რობ ბაუერი
Omar Havana/Getty Images

NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი ამბობს, რომ ალიანსი განგაში უნდა ჰქონდეს გამოცხადებული და "მოულოდნელს ელოდოს". მაღალჩინოსანი რუსეთთან შესაძლო კონფლიქტზე საუბრობდა.

"რათა ვიყოთ სრულად ეფექტიანები, მომავალშიც, გვჭირდება NATO-ს საბრძოლო გარდაქმნა. ამისთვისაც, მნიშვნელოვანი იქნება საჯარო და კერძო სექტორის კოოპერაცია". – თქვა ბაუერმა.

ბაუერმა ხაზი გაუსვა, რომ ალიანსის მოკავშირეები ფოკუსირებული უნდა იყვნენ ეფექტიანობაზე და გააუმჯობესონ თავდაცვის მზადყოფნა, ჩაატარონ მეტი წვრთნები და სამხედროები მაღალ მზადყოფნაში ჩააყენონ.

"ჩვენ გვჭირდება, რომ საჯარო და კერძო სუბიექტებმა შეცვალონ იმ ეპოქის აზროვნება, როცა ყველაფერი დაგეგმვადი, განჭვრეტადი, კონტროლირებადი იყო, ფოკუსირებული უნდა იყვნენ ეფექტურობაზე... უნდა გადააწყონ აზროვნება იმ ეპოქის შესაბამისად, როცა ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, ნებისმიერ დროს. როცა უნდა ველოდოთ მოულოდნელს". – თქვა ბაუერმა.

ბაუერი წარსულში გამოდიოდა მოწოდებებით, რომ მომხდარიყო 155მმ-იანი ჭურვების სტანდარტიზაცია, რათა ქვეყნებს საარტილერიო საბრძოლო მასალების წარმოება გამარტივებოდათ და უკრაინას უფრო მარტივად დახმარებოდნენ.

"სამხედრო თვალსაზრისით, ბევრი გადასადგმელი ნაბიჯია, რომ მივაღწიოთ იმას, რაც ჩვენი კოლექტიური თავდაცვისთვის გვინდა". - თქვა ბაუერმა და უკრაინაში მიმდინარე ომს უწოდა კონფლიქტი, რომელიც "მსოფლიოს ბედისწერას განსაზღვრავს". – თქვა ადმირალმა ბაუერმა.

"ძალაუფლების ფენები მოძრაობს. შედეგად, ჩვენ ათწლეულებში ყველაზე საშიში მსოფლიოს პირისპირ ვართ". – დაამატა ბაუერმა.

ამას გარდა, რობ ბაუერმა ცივი ომის შემდეგ NATO-ს უდიდესი წვრთნების წინ თქვა, რომ მშვიდობა ნაჩუქარი არაა და NATO-ს ძალები "რუსეთთან კონფლიქტისთვის სწორედ ამიტომ ემზადებიან.

კომენტარები