რუსეთი

რუსეთში ნავთობკომპანიამ დაკარგული რადიოაქტიური ნივთიერება ერთკვირიანი ძებნის შემდეგ იპოვა

Wikipedia

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ქალაქ უსტ-კუტსკში იპოვეს რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიემ-137-ის კაფსულა, რომელიც თითქმის ერთი კვირის წინ ნავთობკომპანია ТНГ-Групп-მა დაკარგა. 

კაფსულის დაკარგვის შესახებ ცნობა ერთ-ერთმა პირველმა მედია Baza-მ, 17 იანვარს გაავრცელა. Baza-ს ცნობით კომპანიის თანამშრომლებმა საშიში ნივთიერება 12 ან 13 იანვარს დაკარგეს. ჯგუფმა, რომელიც სავარაუდო ნავთობმოპოვების ადგილზე კვლევას ატარებდა 3-5-სანტიმეტრიანი კაფსულა დაკარგა, რომელიც დამცავ კონტეინერში იდო. 

გამოცემა Baza-ს ინფორმაციით ТНГ-ს თანამშრომლებმა პოლიციას მხოლოდ 16 იანვარს მიმართეს.

"კომპანიის 70-იან ისტორიაში პირველად მოხდა მსგავს ინციდენტი: ჩვენ დავკარგეთ იონიზირებული გამოსხივების წყარო ცეზიუმი-137. ეს ნივთიერება მიეკუთვნება მე-4 დონის საშიშროების კატეგორიას. ობიექტიდან 5 მეტრის დაშორებით რადიაციული ფონი სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის". – ამბობს ТНГ-ს წარმომადგენელი ია შარიპოვი.

შარიპოვის თქმით კონტეინერი თანამშრომლების ჯგუფმა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაკარგა.

კომენტარები