მიხეილ სააკაშვილი

ჯაფარიძე: ფსიქიკურ რეაბილიტაციას გადის პუტინი, როცა ხედავს, როგორ აწამებენ სააკაშვილს

ქართულმა ოცნებამ რაც არ უნდა თქვას და როგორც არ უნდა დაგვაჯეროს, რომ დაეყრდნობიან თუნდაც ექიმებს, თუნდაც ნებისმიერ სხვას, ქართული ოცნება დაეყრდნობა მხოლოდ რუსეთს და დაეყრდნობა მხოლოდ პუტინის გადაწყვეტილებას, თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.

თუ ვინმე ამით ფსიქიკური რეაბილიტაციის პროცესს გადის, გადის პუტინი, რომელიც უყურებს და ბედნიერია, როცა ხედავს, თუ როგორ აწამებენ ყოველდღიურად მიხეილ სააკაშვილს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, მათი თითოეული სიტყვა შევაფასოთ, როგორც მათი სიტყვა, ეს არის რუსეთის სიტყვა.

თქვა ენმ-ს წევრმა, სოფო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

CPT-მ საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც კლინიკა ვივამედის დაცულ პალატებში მყოფი პატიმრების, მათ შორის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაა განხილული.

კომენტარები