უნდა გავერკვიოთ, რა არის პენსია. ეს თუ სოციალური დახმარებაა, მაშინ ყველას თანაბრად რატომ ვეხმარებით? პენსიონერები შუაზე რომ გავყოთ, ნახევარზე მეტი ცხოვრობს უფრო მდიდარ ოჯახებში, ხოლო ნახევარზე ნაკლები უფრო ღარიბ ოჯახებში. წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილი გახლავთ პენსიონერი, ბატონი ხაზარაძეც ცოტა ხანში გახდება პენსიონერი. ყველას თანბრად რატომ ეხმარები, თუ სოციალური დახმარებაა ეს? მოდი, პირობითად, საერთოდ არ მისცე ივანიშვილს, ხაზარაძეს, მათ მეგობრებს, არაა პრობლემა, მათ ისედაც შეუძლიათ, საკუთარ თავს მიხედონ და იმ ქვედა ზღვარში ვინც არის, იმას რომ დაეხმარო, უფრო მორალური და სწორია. [...] ადამიანებს პენსიის იმედი კი არ უნდა ჰქონდეთ, არამედ ისეთი სისტემა უნდა მოვაწყოთ ამ ქვეყანაში, მათ შორის პენსიონერებზე და არაპენსიონერებზე უპატრონო ქონების გადანაწილებით, რომ 100 ლარს კი არ ელოდებოდეს თვის ბოლოს, არამედ ათი ათასობით დოლარის ქონება, რომელიც უპატრონოა, ის მოიხმაროს, სანამ ცოცხალია. ეს მგონია პენსიონერების დახმარების მთავარი პროგრამა.
tbl.ge/6o21
დაკოპირდა

გირჩის დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ტვ პირველის ეთერში საპენსიო რეფორმების საკითხზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- რაქვიაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ზოგი ოპოზიციონერი ბიძინასთან შეთანხმებულად ზის ციხეში
- მეგრელიშვილი: მარტო ჩვენ რომ მივიღოთ მონაწილეობა, ხელის კვრაა ოპოზიციურ ამომრჩევლისთვის
- მეგრელიშვილი: შემიძლია ვთქვა, რომ პარტიული პოლიტიკა ჩემთვის იდეაში დამთავრდა
- ხვიჩია: თუ ვინმე გირტყამს, შენც უნდა დაარტყა – პოლიციაში არასოდეს მირბენია
- ხვიჩია: ოფისში ადამიანი მოგვივარდა, მისი მოქნეული ხელი მომხვდა, მერე საკაიფოდ ვცემეთ




