ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა პრეზიდენტ სააკაშვილზე კიდევ ერთი დასკვნა დაწერა, სადაც შავით თეთრზე ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა [...] მინდა, რუს ოლიგარქს, შეშინებულ და სოროდან გამომძვრალ ბიძინა ივანიშვილს მივმართო, რომელიც ამბობს, რომ მაგარია, ძლიერია და ხალხის მხარდაჭერა აქვს. თუ არ გეშინია და მუხლები არ გიკანკალებს, მაშინ გაათავისუფლე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელზეც სრულიად ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პოლიტიკური პატიმარია და შესაძლებლობა მიეცი, თავის ხალხს ელაპარაკოს.
მიხეილ სააკაშვილი
ხაბეიშვილი ივანიშვილს: თუ არ გეშინია და მუხლები არ გიკანკალებს, სააკაშვილი გაათავისუფლე
tbl.ge/6o1q
დაკოპირდა

თქვა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ევროპის საბჭოს წამებისა და არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის პრევენციის კომიტეტმა (CPT) ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის პალატაში CCTV კამერების განთავსებით მისი პირადი სივრცე დაირღვა და მის ადამიანურ ღირსებას შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც CPT წერს, კამერები განთავსებულია სააკაშვილის პალატის ყველა ოთახში, გარდა აბაზანისა და საპირფარეშოსი, მათ შორის, საძინებელ ოთახშიც.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაენმნაციონალური მოძრაობალევან ხაბეიშვილიბიძინა ივანიშვილიმიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაCPT
ამავე თემაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას
- სააკაშვილი: "არც ნაცი არც ქოცი" არის ივანიშვილის სასარგებლო იდიოტების ლოზუნგი




