ევერესტი

4 წლის ჩეხი გოგო ზარა ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანია, ვინც ევერესტის საბაზო ბანაკში ავიდა

Sasha.jede Instagram 

4 წლის ჩეხი გოგო ზარა სიფრა მსოფლიოში ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანია, ვინც ევერესტის საბაზო ბანაკში ავიდა. ზარა ევერესტის საბაზო ბანაკამდე მამასთან და უფროს ძმასთან ერთად ავიდა.

ევერესტის საბაზო ბანაკი ზღვის დონიდან 5364 მეტრზე მდებარეობს. ზარას მამა ჰიმალაის მთებში მთელი მოგზაურობის მანძილზე ბავშვების ჟანგბადის მიწოდებას და სატურაციას აკონტროლებდა. 

"სიარულისას პრობლემა არ შეგვქმნია, აკლიმატიზაცია საშუალოზე სწრაფი იყო. პატარა ზარამ, მისი კარგი ფიზიკური მომზადების გამო, ბევრ სხვა მთამსვლელს გაუსწრო" - თქვა ზარას მამამ, დავიდ სიფრამ. 

წინა მსოფლიო რეკორდის მფლობელი პრიშა ლოკეშ ნიკაჯო იყო, რომელიც ევერესტის საბაზო ბანაკამდე 5 წლის ასაკში ავიდა. 

კომენტარები