ევერესტი

ევერესტზე ასვლისას დაღუპული შერპების ცოლები მწვერვალის დალაშქვრას გეგმავენ

Reuters

ევერესტზე ასვლის მცდელობისას დაღუპული ნეპალელი შერპების ქვრივები გეგმავენ მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი დალაშქრონ და მათი მეუღლეების მიერ დაწყებული მცდელობა დაასრულონ.

შერპები ჰიმალაის მაღალმთიან რეგიონში, მათ შორის ნეპალში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი არიან. მათი წარმომადგენლები ჰიმალაის მწვერვალების დასალაშქრად ჩასულ მთამსვლელებს უწევენ მეგზურობას.

42 წლის ფურდიკის ქმარი 2013 წელს უცხოელი მთამსვლელის დახმარებისას დაიღუპა, ხოლო 36 წლის ნიმა დომას ქმარი 2014 წელს ზვავმა იმსხვერპლა.

ისინი ამბობენ, რომ ამით მარტოხელა ქალების გამხნევება და შთაგონება სურთ.

"ჩვენ მთას დავლაშქრავთ, რათა დავამარცხოთ ჩვენი ტკივილი და პატივი მივაგოთ ჩვენს ქმრებს." ამბობენ ისინი.

ამჟამად მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი 500-მდე ქალს აქვს დალაშქრული.

კომენტარები