რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს თავადვე უწოდებს "დაპყრობილს"

ვლადიმირ პუტინი თავდაცვის სამინისტროს ყრილობაზე
Артём Геодакян / ТАСС

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს თავადვე უწოდა დაპყრობილი. მის პროპაგანდაში ამ ტერიტორიებს მუდამ "გათავისუფლებულს" უწოდებენ.

პუტინმა ეს სიტყვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით მუნიციპალიტეტების მეთაურებთან 16 იანვარს გამართული შეხვედრის დროს გამოიყენა.

"რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს - ეს არის მცდელობა, უარი გვათქმევინონ იმ დაპყრობებზე, რომელთა რეალიზაციაც ბოლო წელიწადნახევარში შევძელით. ეს შეუძლებელია. ყველს ესმის, რომ ეს შეუძლებელია: მათაც, უკრაინის მმართველ წრეებს, ეს ესმით და დასავლეთის ელიტებსაც ესმით. ყველას ესმის, ეს ე.წ. მშვიდობის ფორმულები, რომლებზეც დასავლეთსა და უკრაინაში საუბრობენ, ეს არის რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის დეკრეტის რეალიზაციის გაგრძელება. სწორედ ეს არის. ეს არის ამკრძალავი მოთხოვნები მოლაპარაკებების პროცესისთვის". – თქვა პუტინმა.

რუსეთს ამჟამად თითქმის სრულად აქვს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, ნაწილობრივ ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონები და ხარკოვის ოლქის მცირე ნაწილიც. მოსკოვმა დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი საკუთარ ახალ სუბიექტებად უკანონოდ გამოაცხადა.

კომენტარები