მიხეილ დაუშვილი

დაუშვილი წითლიძეს: გამოგიყენეთ, რომ საკრებულოებში ჩვენი წევრები ყოფილიყვნენ თავმჯდომარეები

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ანა წითლიძესა და გიორგი გახარიას პარტიის საქართველოსთვის წევრს, მიხეილ დაუშვილს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაუშვილმა თქვა, რომ მისმა პარტიამ ენმ “გამოიყენა”.

მიხეილ დაუშვილი: ანა მეუბნება, რომ ჩვენ კოალიცია გვაქვსო. შეიძლება, მაგათ ჩვენთან აქვთ კოალიცია, ჩვენ მაგათთან არ გვაქვს.

ანა წითლიძე: ბატონოო! ძალიან არასერიოზული ხალხი ხართ. მგონი, დასცინი საქართველოს მოქალაქეებს. აი, ერთი საკრებულო ავიღოთ - ზუგდიდის საკრებულოში ავირჩიეთ გახარიას ტიპი, ბატონი ფარულავა თავმჯდომარედ. 2 მოადგილე ჰყავს - ყოფილი ნაცები, 4 კომისია არის ჩვენი - ქოცები არიან "აფსაიდში".

მიხეილ დაუშვილი: დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ იმისათვის, რომ კონკრეტულ საკრებულოებში ჩვენი წევრები ყოფილიყვნენ თავმჯდომარეები. ბოდიში, რომ პირდაპირ ეთერში ამას გეუბნებით, მაპატიეთ.

ანა წითლიძე: ხო, ანუ ნაძირალები რომ ხართ, დიდი ხანია, ვიცით.

პოლიტიკოსები ერთმანეთს ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში დაუპირისპირდნენ.

კომენტარები