შვედეთი-ირანი

შვედეთი: ირანში ჩვენი მოქალაქე დააკავეს

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანში ოც წელს გადაცილებული შვედი მამაკაცი დააკავეს და ის პატიმრობაში იმყოფება.

"თეირანში საელჩო კონტაქტზეა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა [დაკავებულის] ნათესავებს შვედეთში". - უთხრა სამინისტრომ Reuters-ს.

სტოკჰოლმსა და თეირანს შორის ურთიერთობა 2019 წელს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც შვედეთმა ირანელი ყოფილი ოფიციალური პირი 1980-იან წლებში პოლიტპატიმრების მასობრივად სიკვდილით დასჯასა და წამებაში მონაწილეობისთვის დააკავა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ირანმა დეკემბრის ბოლოს განაცხადა, რომ გააგრძელებს მისი გათავისუფლებისთვის მუშაობას.

დეკემბრის დასაწყისში ირანმა წამოიწყო შვედეთის კიდევ ერთი მოქალაქის, იოჰან ფლოდერუსის სასამართლო პროცესი. ის 2022 წლის აპრილიდანაა დაკავებული და სიკვდილით დასჯა ემუქრება.

შვედეთის პრემიერმა, ულფ კრისტერსონმა 11 დეკემბერს ფლოდერუსის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

კომენტარები