ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 15 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.59 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.41 თეთრით. 15 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6582 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9067 ლარი. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.70 ლარია, ხოლო ევროსი - 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.66 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.92 ლარად.

კომენტარები