თურქეთი

9 სამხედროს სიკვდილის შემდეგ, თურქეთმა ერაყსა და სირიაში ქურთულ ჯგუფებზე იერიშები მიიტანა

თურქეთის საჰაერო ძალების F-16

თურქეთმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) თავდასხმის პასუხად სირიის ჩრდილოეთსა და ერაყში საჰაერო იერიშები მიიტანა.

პარასკევს, 12 იანვარს ქურთული დაჯგუფებები ერაყში თურქულ ბაზას დაესხნენ თავს. ოფიციალური ცნობებით, შემთხვევას 9 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. 

თურქეთი აცხადებს, რომ მათ ქურთული ჯგუფების 29 ობიექტზე მიიტანეს იერიში და მოკლეს 45 ტერორისტი, მათგან 36 ჩრდილოეთ ერაყში და 9 ჩრდილოეთ სირიაში. 

"თურქეთი არასდროს დაუშვებს "ტერორლანდიის" შექმნას საკუთარ სამხრეთ საზღვართან არანაირი შემთხვევაში". - ნათქვამია თურქეთის ოფიციალურ განცხადებაში.

PKK ანკარას, ვაშინგტონისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ამ ჯგუფთან კავშირშია YPG-იც, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებად თურქეთის მიერაა გამოცხადებული, თუმცა წარსულში აშშ-ს მხარდაჭერილი სირიული დემოკრატიული ძალების ნაწილი იყო. სირიის დემოკრატიული ძალები სირიაში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს ებრძოდა.

PKK-მ თურქეთის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხება 1984 წელს დაიწყო.

კომენტარები