კრისტინ ლეგარდე

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი: ტრამპის გამარჯვება ევროპისთვის საფრთხე იქნება

REUTERS/Kai Pfaffenbach/File Photo

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლეგარდემ თქვა, რომ 2024 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ევროპისთვის საფრთხე იქნება

კრისტინ ლეგარდეს თქმით, ის პოლიტიკა, რაც დონალდ ტრამპმა მისი პრეზიდენტობის პირველ ოთხწლიან მანდატში გაატარა, საკმარისია იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ იქნება მისი ხელახალი პრეზიდენტობა საფრთხე ევროპისთვის. 

"საკმარისია მხოლოდ შეხედოთ სავაჭრო ტარიფებს, საკმარისია დააკვირდეთ მის ჩართულობას NATO-ში, უნდა გაიხსენოთ მისი დამოკიდებულება კლიმატის ცვლილების მიმართ. მხოლოდ ამ სამ მიმართულებას თუ გავიხსენებთ, ამერიკელების და ევროპელების ინტერესები (ტრამპის პრეზიდენტობის დროს) არ იყო თანხვედრაში" - თქვა ლეგარდემ. 

კრისტინ ლეგარდემ ასევე თქვა, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ევროპა მარტო დარჩება უკრაინის დახმარების მიმართულებითაც. 

კომენტარები