გარდაცვლილი ჯარისკაცი

თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილ ჯარისკაცთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 იანვარს გარდაცვლილი ჯარისკაცი კაპრალი ირაკლი აფრიამაშვილია. უწყების ინფორმაციით, კაპრალი სოფელ ახალშენის მიმდებარედ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

"თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში. სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს.  საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს" - წერია თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები