პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა. ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავრცელებს.
გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. მუხლი ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით შინაპატიმრობას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა Facebook-ზე გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ნაცემი ძაღლი მოკვდა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



