ისრაელი

თვალის ოპერაცია გავიკეთე, ვიცი რასაც განიცდით - ისრაელელი პარლამენტარი მძევლების ოჯახებს

Yonatan Sindel/Flash90

ისრაელის პარლამენტის, ლიკუდის წევრმა ქეთი შითრითმა ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების ოჯახებს მიმართა და უთხრა, რომ ცოტა ხნის წინ თვალის ოპერაცია გაიკეთა და იცის, ისინი რა ტანჯვას განიცდიან. 

"ერთ დილას გავიღვიძე და ერთი თვალიდან ვერ ვხედავდი, რადგან ოპერაცია გავიკეთე. ვერ ვიცმევდი და ვიბანდი დამოუკიდებლად. რატომ გეუბნებით ამას? რადგან მე ძალიან ცხადად მესმის, თუ როგორ უცაბედად ამოტრიალდა თქვენი ცხოვრება" - უთხრა ქეთი შითრითმა პარლამენტში შეკრებილ ოჯახებს. 

ამჟამად ღაზის სექტორში ჰამასის ტყვეობაში კიდევ 132 ისრაელელი მძევალი იმყოფება. ისრაელის მხარემ დადასტურებულად არ იცის, რომ ყველა დარჩენილი მძევალი ახლაც ცოცხალია. 

კომენტარები