ვიდეო თამაშები

13 წლის ამერიკელი მოზარდი პირველი ადამიანია, რომელმაც ტეტრისი დახურა

უილი გიბსონი, პირველი მოთამაშე, რომელმაც დახურა Tetris-ი
David Macdonald via The New York Times

ოკლაჰომის შტატში მცხოვრები 13 წლის უილის გიბსონი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც NES Tetris-ის თამაში დახურა. გიბსონმა, რომელიც ონლაინ სივრცეში Blue Scuti- სახელით არის ცნობილი, 37 წუთით თამაშის შემდეგ 157- "დონეს" მიაღწია, რის შემდეგაც პროგრამა გაიჭედა და აღარ გრძელდებოდა

"ღმერთო ჩემო! კი! ახლა გული წამივა. ხელებს ვეღარ ვგრძნობ". - თქვა გიბსონმა თამაშის დახურვის შემდეგ

უშუალოდ კლასიკური Tetris-ის ჩანაფიქრი მოთამაშის მიერ საბოლოოდ თამაშის დახურვას არ ითვალისწინებს, მაგრამ პროგრამული ხარვეზებისა და ტექნოლოგიური შეზღუდულობის გამო რაღაც ეტაპის შემდეგ თამაშის გაგრძელება შეუძლებელი ხდება, რასაც მოყვარულები ფაქტობრივად მის "დახურვად" მოიაზრებენ. აქამდე, ამ დონემდე მისვლა მხოლოდ ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლო

გიბსონმა თავისი გამარჯვება მამამისს მიუძღვნა, რომელიც 1 თვის წინ გარდაიცვალა.

დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი თამაში, Tetris- 1984 წელს მეცნიერმა ალექსეი პაიტნოვმა მოიგონა. თამაშის დროს მოთამაშემ ჩამომავალი "ბლოკები" ერთმანეთზე უნდა დაალაგოს, ხოლო წარმატების შემთხვევაში "დონეები" ეტაპობრივად იზრდება, რაც  ბლოკების ჩამოსვლის სიჩქარესაც ზრდის და თამაშს ართულებს.

1989 წელს NES Tetris-ის გამოსვლისას 29- ეტაპი ფაქტობრივ "დასასრულად" მიიჩნეოდა, რადგან მის შემდეგ თამაშს ვეღარავინ აგრძელებდა, თუმცა მოყვარულებმა დროის სვლასთან ერთად NES-ის კონტროლერის გამოყენების ახალი ტექნიკები მოიგონეს, რომლებიც გაცილებით უფრო სწრაფ ტემპში თამაშის შესაძლებლობას იძლევა

კომენტარები