რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ახალი წლის ღამეს რუსეთი რეკორდული რაოდენობის, 90 დრონით დაგვესხა თავს

Yakiv Liashenko/EPA-EFE/Shutterstock

1-ელ იანვარს უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი წლის ღამეს რუსეთი უკრაინის პოზიციებს რეკორდული რაოდენობის, 90 დრონით დაესხა თავს. მათი ცნობით, გასროლილი დრონების დიდი ნაწილი უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს

როგორც ცნობილია, ახალი წლის ღამეს რუსეთის საჰაერო თავდასხმებს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათობით დაიჭრა. 

31 დეკემბერს უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ისინი მთელს უკრაინაში საჰაერო თავდასხმებს ელოდებოდნენ. 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს თქმით, 1-ლი იანვრის ღამის თავდასხმების შედეგად დაიჭრა ჟურნალისტი დიდი ბრიტანეთიდან. ასევე, თავდასხმისას ხერხემლის სერიოზული დაზიანება მიიღო გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის თარჯიმანმა. 

კომენტარები