რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინამ 32 დრონით იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის 4 ოლქზე. ამის შესახებ რუსული უწყება ტელეგრამ-არხზე წერს.
"გასულ ღამეს აღვკვეთეთ კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული იერიში მიეტანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით". - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, 32 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის, ორიოლის, კურსკის და მოსკოვის ოლქების თავზე გაანადგურეს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



