გუშინ, 28 დეკემბერს, ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა აშშ-ს სამხედრო კოსმოსური თვითმფრინავი X-37B გასაიდუმლოებულ მისიაზე კოსმოსში გაუშვა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მისია რამდენიმე წელი გაგრძელდება.
კოსმოსური თვითმფრინავი SpaceX-მა რაკეტა Falcon Heavy-ით ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვა. სამხედრო თვითმფრინავზე კლასიფიცირებული ექსპერიმენტებია, ხოლო ბორტზე ადამიანები არ იმყოფებიან.
ეს X-37B-ს კოსმოსური თვითმფრინავის რიგით მე-7 ფრენაა, მას შემდეგ, რაც მისი დებიუტი 2010 წელს შედგა. აღნიშნულ თვითმფრინავს კოსმოსში ფრენის 10-წლიანი ისტორია აქვს. მეექვსე უეკიპაჟო მისიიდან X-37B დედამიწაზე წინა წლის ნოემბერში დაბრუნდა. ის ორბიტაზე 900 დღეზე მეტხანს იმყოფებოდა.
საავიაციო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია Boeing-ის მიერ შექმნილი X-37B ცხრა მეტრის სიგრძის კოსმოსური თვითმფრინავია, რომელიც ვერტიკალურად, რაკეტის მეშვეობით, ფრინდება და შემდგომ ავტონომიური დაფრენის სისტემის მეშვეობით ჯდება. კოსმოსში ყოფნის პერიოდში იგი დედამიწიდან 240-800 კილომეტრის დაშორებით ორბიტაზე დაფრინავს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



