საგზაო შეზღუდვა

გარე განათების სამუშაოების გამო, 30 დეკემბრის ღამეს რუსთაველზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია

გარე განათების სამუშაოების გამო, 30 დეკემბრის 01:00-დან 06:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, საგზაო შეზღუდვა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

სატრანსპორტო საშუალებები ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით გადაადგილებას შეძლებენ.

კონკრეტულად, მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ რუსთაველის ტერიტორიაზე მოხვედრა მძღოლებს გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით შეეძლებათ.

თავისუფლების მოედანზე გადაადგილება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით შეიზღუდება.

მეტროსადგურ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.

კომენტარები