ჯეკ გრილიში

ევერტონისა და სიტის მატჩის მიმდინარეობისას ჯეკ გრილიშის სახლი გაქურდეს

ჯეკ გრილიში
GETTY IMAGES

28 დეკემბერს, ევერტონისა და მანჩესტერ სიტის მატჩის მიმდინარეობისას მანჩესტერული გუნდის ფეხბურთელის, ჯეკ გრილიშის ჩეშირის სახლი გაქურდეს.

ინგლისელმა ფეხბურთელმა ლივერპულში, გუდისონ პარკზე გამართული მატჩი სრულად ჩაატარა და შესაბამისად, შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა.

შეტყობინება პოლიციაში ადგილობრივი დროით 9:50-ზე შევიდა. პოლიციის ინფორმაციით, შეტყობინების ავტორმა მათ უთხრა, რომ სახლიდან ნივთები მოიპარეს. ბრიტანული ტაბლოიდი The Sun წერს, რომ მოპარული ნივთები 1 მილიონი ფუნტის ღირებულების საათები და სამკაულებია. 

სამართალდამცველებმა გრილიშის სახლის მიმდებარე ტერიტორია ვერტმფრენისა და ძაღლებისა საშუალებით გაჩხრიკეს, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები