ბუნებრივი აირით გარდაცვალება

გორში სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს – სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირით მოწამვლაა

რამდენიმე საათის წინ, გორში 1982 წელს დაბადებული კაპრალი ივანე გოგიძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

"სამხედრო მოსამსახურე 28 დეკემბერს, გორში ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების  მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამათბობლის გაუმართაობა და, შედეგად, ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა. გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა". - წერია უწყების განცხადებაში.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რომელშიც ნაგულისხმევია ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

კომენტარები