ბუნებრივი აირით გარდაცვალება

მარნეულში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად კაცი გარდაიცვალა

Tabula

მარნეულში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები