აშშ-ს 2024 წლის არჩევნები

მიჩიგანის სასამართლომ დონალდ ტრამპის პრაიმერიზში დაბლოკვას მხარი არ დაუჭირა

CREDIT: Evan Vucci

მიჩიგანის შტატის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის პრაიმერიზის პროცესზე დაბლოკვას მხარი არ დაუჭირა.

სასამართლოს მიერ გაცემული მოკლე განკარგულების მიხედვით, უარი თქვეს განეხილათ ოთხი ამომრჩევლის მიერ შეტანილი საჩივარი. გასაჩივრებული იყო სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრამპს საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება რჩებოდა. მოსამართლეების განკარგულებაში ეწერა, რომ ამბოხების საკითხი, რომელზეც ტრამპს ედავებიან, შტატის სასამართლოში არ უნდა იყოს განხილული.

მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ტრამპს შტატში შეეძლება მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო პრაიმერიზში, რომელიც 27 თებერვალს ჩატარდება.

აქამდე, გასულ დღეებში კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ შტატში ტრამპს 2024-ის საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა, თუმცა საბოლოო ძალაუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს არა შტატის, არამედ აშშ-ს უზენაეს სასამართლოს, რომელიც საჩივრის განხილვას მალე დაიწყებს.

კომენტარები