რუსეთი

რუსეთი ფინეთისა და ნორვეგიის საზღვრებთან ჰაუბიცებს განალაგებს

AFP pic

რუსეთი ნორვეგიისა და ფინეთის საზღვრებთან ჰაუბიცებს განალაგებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის კონგლომერატის, როსტეკის უფროსმა სერგეი ჩემეზოვმა გაავრცელა. 

რუსეთის ჩრდილოეთ საზღვართან საარტილერიო ერთეულების პირველი დანაყოფი 2023 წლის ბოლომდე განთავსდება. 

"ასეთი ტიპის ჰაუბიცები საჭიროა, რათა გვქონდეს უპირატესობა არტილერიის დასავლურ მოდელებთან სასროლი მანძილის კუთხით" - თქვა სერგეი ჩემეზოვმა. 

2023 წლის დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა Coalition-SV-ის ტიპის ჰაუბიცები უკრაინის ფრონტზე განალაგა. ასეთი ტიპის ჰაუბიცები საარტილერიო ჭურვებს დაახლოებით 70 კილომეტრის მანძილზე ისვრიან. 

კომენტარები