რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: მარინკისთვის ბრძოლა გრძელდება

Marcus Yam/Los Angeles Times via Getty Images

უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის წარმომადგენელმა ოლექსანდრ შტუპუნმა უარყო, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარმა დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკა დაიპყრო.

"მარინკისთვის ბრძოლა გრძელდება. ამჟამად ჩვენი სამხედროები მარინკის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს იმყოფებიან, მაგრამ ქალაქი მთლიანად განადგურებულია. მიუხედავად ამისა მარინკის დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია". – ამბობს შტუპუნი.

25 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეიმ შოიგუმ განაცხადა, რომ მარინკა "გათვისუფლებულია". შოიგუს სამხედრო წარმატება ვლადიმირ პუტინმა მიულოცა.

კომენტარები