რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოიგუ: დონეცკის ქალაქი მარინკა გავათავისუფლეთ

სერგეი შოიგუ
The Moscow Times

თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ცნობით რუსმა სამხედროებმა დაიკავეს დონეცკის ოლქის ქალაქი მარინკა. 

შოიგუმ უკრაინული დასახლების ოკუპაციის შესახებ ვლადიმირ პუტინს მოახსენა:

"რუსულ ჯარებს ამ მიმართულებით მომავალი ქმედებებისთვის შესაძლებლობები მიეცათ. აქ, როგორც მინიმუმ, ორი დადებითი ეფექტია. პირველი გამოიხატება იმაში, რომ მეტოქეს სულ უფრო შორს ვაძევებთ ქალაქ დონეცკისგან. მეორე – 2014 წლიდან აქ მეტოქეს გამაგრებული რაიონი აქვს, რომელიც ჩვენ გავტეხეთ, შედეგად ჩვენს ჯარისკაცებს მიეცათ უფრო ფართო ოპერატიული, სამოქმედო სივრცე". 

რუსეთის პრეზიდენტმა შოიგუს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სოფელ მარინკას "გათავისუფლებაში" მონაწილეებს სახელმწიფო ჯილდოები ეკუთვნით. 

ამ ეტაპზე შოიგუს განცხადებას არ გამოხმაურებია უკრაინის მხარე.

კომენტარები