დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის შს მინისტრმა ბოდიში მოიხადა ხუმრობისთვის, თითქოს ცოლს სედაციურ ნარკოტიკს აძლევს

REUTERS/Toby Melville/File Photo

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ ბოდიში მოიხადა ხუმრობისთვის, თითქოს ის თავის ცოლს ყოველ ღამე მცირე რაოდენობით სედაციურ ნარკოტიკს აძლევს. ნარკოტიკი, რომელზეც ჯეიმს კლევერლიმ იხუმრა, ხშირად ქალების გასაუპატიურებლად გამოიყენება

როგორც ცნობილია, კლევერლიმ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ქალი სტუმრების გარემოცვაში თქვა, რომ მისი ცოლის სასმელში სულ ცოტა სედაციური ნარკოტიკის ჩაყრა არალეგალური არაა. როგორც ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იხუმრა, ხანგრძლივი ქორწინების საიდუმლო ისაა, რომ მისი ცოლი ყოველთვის ოდნავ ნარკოტიკების ქვეშაა, რათა ვერ შენიშნოს სხვა კარგი კაცების არსებობა მის გარდა.

ბრიტანული მედიის ცნობით, სწორედ ამ ღონისძიების დღეს კლევერლიმ დააანონსა კანონის აღსრულების ახალი ზომები, სასმელში გარეულ ნარკოტიკთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის შემთხვევების აღსაკვეთად. 

კლევერლის პრესსპიკერის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირონიულად იხუმრა და ამისთვის ბოდიშს იხდის. 

ქალთა უფლებების დამცველმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ The Fawcett Society-მ ჯეიმს კლევერლის გადადგომისკენ მოუწოდა. 

კომენტარები