რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 15 დრონიდან 14 ჩამოვაგდეთ

პოლიციის ოფიცერი  Shahed-136-ის ტიპის დრონის ნარჩენებთან ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
Vyacheslav Madiyevskyy/Reuters

24 დეკემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 15 გაშვებული დრონიდან 14 გაანადგურა.

"24 დეკემბრის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან, უკრაინის ტერიტორიას 15 შაჰედის ტიპის დრონით შეუტიეს. 14 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებულია კიროვგრადის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევოს და ხმელნიცკის ოლქებში". – წერია საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებაში. 

რუსეთი ყოველდღე უკრაინის მიმართულებით ათობით უპილოტო საფრენ აპარატს უშვებს.

კომენტარები